Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და დიბალა ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

Tuttosport-ის ინფორმაციით, პაულო დიბალას აგენტი, ჟორჟე ანტუნი არგენტინაში დაბრუნებას აპირებს, რადგან იუვეს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები პოზიტიურად არ მიმდინარეობს.

დიბალას იუვესთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს და მხარეებს მისი გახანგრძლივება სურთ, თუმცა ლა ჯოია, რომელიც ამჟამად სეზონში 7 მილიონ ევროს იღებს, ხელფასის გაორმაგებას ითხოვს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე კი იუვე ასეთი თანხის გადახდას არ აპირებს.

არგენტინელი შემტევის აგენტი ტურინში უკვე თვეზე მეტია იმყოფება, თუმცა იუვეს ხელმძღვანელობასთან პირადად შეხვედრა ვერ მოახერხა, ჩიხში შესული მოლაპარკაებების გამო კი ის არგენტინაში გამგზავრებას გეგმავს…

დიბალას გაფორმების სურვილი უკვე არაერთმა ევროპულმა გრანდმა დააფიქსირა და თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ზაფხულამდე ვერ შეთანხმდნენ, იუვეს მისი გაყიდვა მოუწევს.