Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და დიბალა ვერ თანხმდებიან

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და პაულო დიბალას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს და შანსი იმისა, რომ ლა ჯოიამ ტურინი ზაფხულშ დატოვოს, იზრდება.

გასული წლის სერია ა-ს MVP მიმდინარე სეზონში ტრავმების, კორონა ვირუსის და კონკურენციის გამო მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა მხოლოდ 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

დიბალას მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურებება და ლა ჯოია, რომელიც ახლა იუვეში 7.5 მილიონ ევროს იღებს, ხელფასის გაზრდას 13 მილიონამდე ითხოვს, ტურინელები კი მაქსიმუმ 9-9.5 მილიონს სთავაზობენ და მისი ფორმის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდმა შეთავაზება გაზარდოს.

გათიშვა