Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და დიბალა მოლაპარაკებებს განაგრძობენ

ბიანკონერი არგენტინელი ვარსკვლავის, პაულო დიბალას ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ლა ჯოიას მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ივნისში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს 2019 წლის დეკემბრიდან აწარმოებენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში მიღწეული პროგრესი მინიმალურია.

გუნდასც და დიბალასაც თანამშრომლობის გაგრძელება სურთ და ეს ანდრეა პირლომ იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა, თუმცა იუვე  ჯერჯერობით დიბალას მოთხოვნების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს.

დიბალას, რომელიც ამჟამად გუნდში მე-4 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, სეზონში 15-16 მილიონის მიღება სურს, რაც თითქმის ორჯერ მეტია, რასაც ის ახლა გამოიმუშავებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.