Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი აგუეროსთვის იბრძოლებენ

რამდენიმე ესპანური გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი, ბარსელონასთან ერთად, ზაფხულში სერხიო აგუეროს გაფორმებას შეეცდებიან.

32 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი მანჩესტერ სიტისთან სეზონის ბოლოს იწურება და El Chiringuito-ს მტკიცებით, ინტერის და იუვენტუსის მესვეურებმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს.

აგუერომ მიმდინარე სეზონში ტრავმების და კორონა ვირუსის გამო მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.