Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი ბელერინისთვის იბრძოლებენ

აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში გაშვების შემდეგ, ინტერი არსენალის მარჯვენა უკანახაზელის ჰექტორ ბელერინის გაფორმებას შეეცდება, თუმცა ბენეამატას წინააღმდეგობას ტრანსფერში იუვენტუსი გაუწევს.

26 წლის ესპანელი ფეხბურთელის სახელს უკვე დიდი ხანია ბიანკონერის უკავშირებენ და ის იანვარში ტურინულ გრანდთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ფინანსური უთანხმოების გამო ტრანსფერი ჩაიშალა.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბელერინის არსენალიდან წასვლა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უკვე გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით ის კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. ინტერს და იუვენტუსს მის სანაცვლოდ 20 მილიონის გადახდა მოუწევთ, თუმცა თუ ნერაძური პირდაპირ ფულის გადახდას გეგმავს, ბიანკონერი არსენალს მის სანაცვლოდ რემსის კანდიდატურას სთავაზობს.