Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და ინტერი დე პაულის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

ბოლო დღეებში როდრიგო დე პაულის სახელი ინტერს არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინელები არგენტინელი ფეხბურთელის მარტივად დათმობას არ აპირებენ.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერის პოლ პოგბას, სასუოლოს მანუელ ლოკატელის და ლიონის ჰიუსემ აუარის გაფორმებას იანვარში ვერ მოახერხებს, რადგან გუნდები მათ გაშვებას ზამთარში არ აპირებენ, ამიტომ ბიანკონერი მათ ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს.

უდინეზე მზად არის, ინტერის და იუვენტუსის სამიზნე გაყიდოს, თუმცა მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. იუვენტუსს კი თავის მხრივ ამ თანხის გადახდა არ სურს და მზად არის ტრანსფერში დანიელე რუგანი და მანოლო პორტანოვა ჩართოს.

ნერაძური დე პაულის გაფორმების იმედს არ კარგავს, თუმცა ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ კრისტიან ერიქსენის სანაცვლოდ რომელიმე გუნდი 25-30 მილიონს გადაიხდის…

26 წლის არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.