Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი დე პაულისთვის იბრძვიან

გამოცემა Todofichajes-ს ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი უდინეზეს ფეხბურთელის, როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე უკვე მუშაობენ და ორივე მათგანს არგენტინელი ფეხბურთელის გაფორმება იანვარში სურთ.

26 წლის ფეხბურთელი ანდრეა პირლოს ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა და მაესტრომ ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რამდენიმე წყაროს ინფორმაციით კი იუვეში გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად დე პაული გახლავთ, თუმცა…

პრობლემა დე პაულის სატრანსფერო ღირებულებაა. უდინეზე ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც იუვეს არ სურს, თუმცა ნერაძური მზად არის, იანვარში ერიქსენის გაყიდვის შემთხვევაში უდინეზეს აღნიშნული თანხა გადაუხადოს და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გაიფორმოს.