Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი იანვარში ჩალჰანოღლუს გაფორმებას გეგმავენ

მოლაპარაკებები მილანსა და ჰაკან ჩალჰანოღლუს შორის არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება და იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი და იუვენტუსი თურქი ფეხბურთელის გაფორმებას უკვე იანვარში გეგმავენ.

ფეხბურთელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მილანს მისი შენარჩუნება უნდა, თუმცა როსონერიმ ჰაკანს ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელის აგენტი კი მინიმუმ 6.5 მილიონ ევროს ითხოვს…

გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის მის სანაცვლოდ მილანს ფედერიკო ბერნარდესკი შესთავაზოს, ინტერი კი ტრანსფერში კრისტიან ერიქსენის ჩართვას განიხილავს. იმ შემთხვევაში, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდამდე მილანმა ჩალჰანოღლუსთან ახალი კონტრაქტი ვერ გააფორმა, დიდი ალბათობით ის გუნდს დატოვებს და რომელიმე იტალიურ გრანდს შეუერთდება.