Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი ლაკაზეტის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ინტერი ლაკაზეტის გაფორმებას განიხილავენ და თუ ის არსენალთან კონტრაქტს ახალ წლამდე არ გაახანგრძლივებს, იტალიური გრანდები ფეხბურთელთან მოლაპარაკებების წამოწყებას გეგმავენ.

30 წლის ფრანგ ფორვარდს მეთოფეებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და The Athletic-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ ზაფხულში ნებისმიერ დაინტერესებულ გუნდს მისი გაფორმება უფასოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, ლაკაზეტის გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა გამოთქვა, მათ შორის გამოსარჩევი კი სწორედ იტალიური გრანდები არიან.