Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი სმოლინგის მიმართ ინტერესს არ კარგავენ…

იუვენტუსი და ინტერი კრის სმოლინგის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და მის გაფორმებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.

ინგლისელი მცველის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან ზაფხულში იწურება და ჯერჯერობით მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება, ტექნიკური და ფინანსური ასპექტების გამო, ვერ ხერხდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ 33 წლის ინგლისელმა რომასთან საერთო ენა ვერ გამონახა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მის გაფორმებას იუვენტუსი და ინტერი შეეცდებიან, რომლებმაც სმოლინგის მიმართ ინტერესი აგენტთან უკვე დააფიქსირეს.