Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ინტერი SuperCoppa-ს მოსაპოვებლად საუდის არაბეთში იბრძოლებენ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ იუვენტუსი და ინტერი SuperCoppa-ს თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს საუდის არაბეთში დაუპირისპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია.

იტალიის სუპერ თასი როგორც წესი სერია ა-ს სეზონის დაწყებამდე, სკუდეტოსა და კოპა იტალიას გამარჯვებულებს შორის იმართება.

ბოლო წლებში ტრადიცია შეიცვალა და აღნიშნული შეხვედრა დეკემბერში ან იანვარში, იტალიის საზღვრებს გარეთ იმართება, რაც სერია ა-ს პოპულარიზებას უწყობს ხელს.

Calcio E Finanza-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის წარმომადგენლებს მატჩის გამართვა 22 დეკემბერს სურდათ, თუმცა იუვენტუსს 21, ინტერს კი 22 დეკემბერს სერია ა-ში მატჩები აქვთ ჩანიშნული და სავარაუდოდ მხარეებს სხვა თარიღის მონახვა მოუწევთ.