Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და კუადრადო ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

პაულო დიბალას პარალელურად, იუვენტუსი გუნდის კიდევ ერთ ლიდერთან – ხუან კუადრადოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელსაც დიბალას მსგავსად მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურება.

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსს კოლუმბიელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არც ვეტერანი გარემარბია, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შრის ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება.

იუვენტუსს სურს, რომ კუადრადოსთან კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივოს, შემდგომში სურვილის შემთხვევაში მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით, კუადრადოს კი პირდაპირ 2-წლიანი ხელშეკრულება სურს, თუმცა ასაკის გამო ბიანკონერი 33 წლის ფეხბურთელისთვის ხანგრძლივი კონტრაქტის შეთავაზებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს…