Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ლაციო ჩელსის კიპერით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ლაციო ჩელსის კარის დარაჯის კეპა არიზაბალაგას ტრანსფერით ინტერესდებიან, რომელიც მენდისთან სასტარტო შემადგენლობისთვის კონკურენციას ვერ ახერხებს და გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

იუვენტუსი მატია პერინის შემცვლელის ძიებაშია, რომელსაც ტურინელებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და სავარაუდოდ მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ მოხდება, თუმცა ბიანკონერის ისეთი კარის დარაჯი სჭირდება, რომელიც შესნის სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

ლაციო კი თავის მხრივ ტომას სტრაკოშას შემცვლელს ეძებს, რომელსაც გუნდთან მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მას შემდეგ, რაც ალბანელმა ფეხბურთელმა ვეტერან პეპე რეინას ძირითადი კიპერის სტატუსი დაუთმო, ახალი კონტრაქტის გაფორმება მხარეებს შორის ნაკლებად მოსალოდნელია.