იუვენტუსი და ლაციო ხმაურიან გაცვლას განიხილავენ
იტალიური მედიის ინფორმაციით, მაურიციო სარის ლაციოში იუვენტუსის ნახევარმცველის არტურ მელოს ხილვა სურს და მზად არის მის გამო უარი სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩზე თქვას.
Il Bianconero-ს ჟურნალისტის მარჩელო ჩირიკოს ცნობით, არტური მაქს ალეგრის პროექტის ნაწილი არ არის, სავიჩი კი უკვე დიდი ხანია, რაც იტალიელი სპეციალისტის სასურველი ფეხბურთელების სიაში მოწინავე პოზიციებზეა და მისი იუვენტუსში ყოფნისას ბიანკონერი სერბი ნახევარმცველის დამატებას აქტიურად ცდილობდა.
წყაროს ინფორმაციით, არტური დაახლოებით 60 მილიონი ევრო ღირს, მილინკოვიჩ-სავიჩი კი 70-80, ამიტომ ტურინელებს გარკვეული თანხის დამატება მოუწევთ.