იუვენტუსი და ლიდსი მაკკენის ტრანსფერის ფორმულაზე შეთანხმდნენ
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომელიც იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმაც დაადასტურა (იხილეთ აქ), ტურინული გრანდი ლიდსს უესტონ მაკკენის ტრანსფერის დეტალებზე შეუთანხმდა.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი 24 წლის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს მიიღებს, მისი შემდგომში 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ბოლო დეტალები თანხმდება, რის შემდეგაც ამერიკელი პრემიერ ლიგაში გადაბარგდება.