Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და მილანი აიაქსის ფეხბურთელის უფასოდ დამატებისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი აიაქსის მოროკოელი ფეხბუთელის ნუსაირ მაზრაუის გაფორმებას გეგამვენ.

23 წლის მარჯვენა მცველს ნიდერლანდურ გრანდთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და Calciomercato-ს ინფორმაციით, ის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა, მისი სამსახურით სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად კი მილანი და იუვენტუსი ინტერესდებიან.

როგორც იუვენტუსი, ასევე მილანი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობდნენ, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო შესაბამისი კადრის დამატება ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა და ახალგაზრდა ტალანტის უფასოდ დამატება ორივე მათგანისთვის მიმზიდველი ვარიანტია.