Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და მილანი ასენსიოს ტრანსფერზე მუშაობას გეგმავენ

ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის რეალის მარჯვენა ვინგერის მარკო ასენსიოს გაფორმებას შეეცდებიან.

ასენსიომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ის ძირითადად თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ერთვება, Todofichajes-ის ცნობით კი ის სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და ზაფხულში გუნდის დატოვებას გეგმავს.

ასენსიო დაახლოებით 35-40 მილიონად არის შეფასებული, მაგრამ მისი კონტრაქტი რეალთან მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება და ბლანკოსს ზაფხულში მისი გაყიდვა გაცილებით იაფად მოუწევს, რომ მისი უფასოდ დაკარგვა თავიდან აირიდოს.