Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და მილანი ახალგაზრდა ამერიკელისთვის იბრძვიან

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი და იუვენტუსი ახალგაზრდა ამერიკელი ფეხბურთელის, ბრაიან რეინოლდსის გაფორმებას ცდილობენ.

19 წლის ფეხბურთელი, რომელიც დალასის შემადგენლობაში თამაშობს, MLS-ის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტალანტად მიიჩნევა და მისი კარგი თამაში არც ევროპულ გრანდებს გამოპარვიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნის სკაუტები ფეხბურთელს ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა მილანი და იუვენტუსი უკვე დიდი ხანია, რაც მარჯვენა მცველის მიმართ ინტერესს იჩენენ და ფავორიტებად სწორედ ისინი მოიაზრებიან.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსს ტრანსფერში კიდევ ერთი ამერიკელის, უესტონ მაკკენის დახმარების იმედი აქვს და მზად არის, რეინოლდსის სანაცვლოდ ამერიკულ გუნდს 5 მილიონი გადაუხადოს.