Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და მილანი ‘ახალი დე ლიხტის’ ტრანსფერისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ლილის ცენტრალური მცველის სვენ ბოტმანის ტრანსფერით ინტერესდებიან.

ახალგაზრდა ტალანტს იუვენტუსს უკვე საკმაოდ დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მილანმა სიმონ კიაერი ტრავმის გამო დიდი ხნით დაკარგა, როსონერი დაცვის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ 21 წლის ფეხბურთელი იქნება.

ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა ‘ახალი დე ლიხტის’ გაყიდვას, როგორც მას ნიდერლანდებში ეძახიან, 25-30 მილიონის სანაცვლოდ გეგმავს…