Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და მილანი ვერონას მცველის გაფორმებას შეეცდებიან

გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანისთვის დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, თუმცა გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა და იანვარში ამის გამოსწორებას შეეცდება.

როსონერის პრიორიტეტი უესლი ფოფანა იყო, რომელიც საბოლოოდ 29 მილიონის სანაცვლოდ ლესტერში გადავიდა და ჯერჯერობით ის შესანიშნავად გამოიყურება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ზამთარში ვერონას 20 წლის ცენტრალური მცველის, მატეო ლოვატოს გაფორმებას შეეცდება და ეს ინფორმაცია მალდინიმაც დაადასტურა. ვერონასთან მატჩის წინ მან განაცხადა:

„ჩვენ ის ძალიან მოგვწონს, თუმცა სამწუხაროდ მილანი ერთადერთი დაინტერესებული მხარე არ არის.“

მალდინიმ მინიშნება იუვენტუსზე გააკეთა, რომელიც ფეხბურთელს უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება. ორივე გუნდი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში შეეცდება, თუმცა 20 წლის ფეხბურთელის შეძენა იაფი არც ერთი მათგანისთვის არ იქნება, რადგან ვერონა ფეხბურთელს 15-20 მილიონ ევროდ აფასებს.