Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და მილანი ‘მომდევნო პოგბას’ გასაფორმებლად იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ბორდოს ტალანტის დრის ნასერის ტრანსფერისთვის იბრძოლებენ.

იტალიური გრანდები ახალგაზრდა ფეხბურთელების ძიებას განაგრძობენ და Tuttomercato-ს ინფორამციით, ამჯერად მათ რადარზე 18 წლის ნახევარმცველი მოექცა, რომელსაც საფრანგეთში ‘მომდევნო პოგბასაც’ უწოდებენ.

წყაროს ინფორმაციით, იასინ ადლის ტრანსფერის შემდეგ მილანსა და ბორდოს შორის კარგი ურთიერთობაა და ამიტომ ფავორიტად ამ მომენტისთვის როსონერი მოიაზრება.