Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და მილანი ჟორჟეს ტრანსფერისთვის იბრძვიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და იუვენტუსი სანტოსის 19 წლის ფორვარდის კაიო ჟორჯეს ტრანსფერისთვის იბრძვიან, თუმცა ამ ეტაპისთვის ფავორიტად მილანი მოიაზრება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს და ბიანკონერი მზად იყო ფეხბურთელი დეკემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატებინა, თუმცა მილანს მისი გაფორმება ახლავე სურს და მზად არის სანტოსს მის სანაცვლოდ 7-8 მილიონი შესთავაზოს.

მილანის და იუვენტუსის გარდა ახალგაზრდა ტალანტის სახელი ნაპოლისაც დაუკავშირეს, მაგრამ პარტენოპეი ჯერჯერობით კონკრეტულ ქმედებაზე არ გადასულა.