Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და პსჟ იკარდის ტრანსფერის ფორმულაზე მუშაობენ

მაურო იკარდის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერის თაობაზე საუბრები არ წყდება და ბოლო დღეებში ისიც იწერება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რუდი გალეტის ინფორმაციით, იუვენტუსი მზად არის პსჟ-ს ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხადოს, მისი შემდგომში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვით.

წყაროს ცნობით, პსჟ იკარდის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ სურთ, რომ კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არა ოფცია, არამედ სავალდებულო იყოს. იუვენტუსმა შესაძლოა პარიზელების დასარწმუნებლად საპირისპირო მხარეს არენდით არტური გაუშვას, რომელიც პარიზელთა რადარზე უკვე დიდი ხანია იმყოფება.