იუვენტუსი და პსჟ ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ
იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსმა და პსჟ-მ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელები გაცვალონ.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, პარიზელები იუვენტუსის იტალიელი ფორვარდის მოიზ კინის დაბრუნებას გეგმავენ, რომელმაც კარიერის საუკეთესო სეზონი სწორედ პსჟ-ს რიგებში გაატარა და მის სანაცვლოდ ბიანკონერის ლეანდრო პარედესს სთავაზობენ, რომლის მიმართ იუვენტუსი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს.
წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 25-30 მილიონად არის შეფასებული, ამიტომ შეთანხმების შემთხვევაში, ფულის დამატება არც ერთ მხარეს არ მოწუევს.