Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და რომა დალასის უკანახაზელისთვის იბრძოლებენ

დალასის 19 წლის ცენტრალური მცველი, ბრაიან რეინოლდსი არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო სიაში მოხვდა, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით კი მათ შორის იუვენტუსი და რომაც არიან.

დალასს ყველაზე კარგი შეთავაზება ფეხბურთელის სანაცვლოდ ბრიუგემ გაუკეთა. ბელგიელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს, თავად რეინოლდსს კი 5-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი სეზონში 750,000 ევროს სთავაზოობენ.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის აგენტს ორშაბათს შეხვდებიან და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერს განიხილავენ, თუმცა ტურინელებს არა-ევროპელი ფეხბურთელების ყველა ადგილი გამოყენებული აქვთ და რომელიმე მოთამაშის გაშვება მოუწევთ.

რომა ერთ-ერთ პირველი გუნდი იყო, რომელმაც რეინოლდსის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით ჯალოროსის დალასისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.