Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და სასუოლო ვერ შეთანხმდნენ

როგორც მოსალოდნელი იყო, იუვენტუსსა და სასუოლოს შორის მანუელ ლოკატელის ტრანსფერზე დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ბიანკონერიმ სასუოლოს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა შესთავაზა, შემდგომში მისი 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალებულებით, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატებოდა, მაგრამ ნეროვერდი ამ წინადადებით კმაყოფილი არ არის.

წყაროს ცნობით, სასუოლოს ლოკატელის სანაცვლოდ 40 მილიონის გამომუშავება სურს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ 30 მილიონთან ერთად ნეროვერდიმ ნიკოლო ფაჯიოლის, ნიკოლო როველას, ჯანლუკა ბრაბოტას, რადე დრაგუშინის ან ფელიხ კორეას ჩართვა მოითხოვოს.

გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება, სადაც იუვე სასუოლოს ახალი წინადადებით მიმართავს.