Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და სასუოლო შეთანხმდნენ

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა სასუოლოსთან მანუელ ლოკატელის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს იტალიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. გუნდების წარმომადგენლები სავარაუდოდ ხვალ შეხვდებიან და აღნიშნული თანხის გადახდის ფორმულაზე იმუშავებენ.

გამოცემის მტკიცებით, ლოკატელი იუვენტუსს იჯარის წესით შეუერთდება, შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, გადასახდელ თანხას კი ბიანკონერი რამდენიმე სეზონზე გადაანაწილებს.