Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და სიტი ვულვზის ფორვარდისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში ვულვზის მექსიკელი ფორვარდის რაულ ხიმენესის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება, რომელიც უკვე დიდი ხანია ტურინელების რადარზე იმყოფება, თუმცა მათ კონკურენციას მანჩესტერ სიტი გაუწევს.

ხიმენესი რთული ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და იმის მიუხედავად, რომ მან საკმაოდ დიდი დრო გამოტოვა, მაინც შესანიშნავ ფორმაშია და გოლის გატანაც უკვე მოასწრო.

იუვენტუსში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ, ტურინელები აქცენტს უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებენ და 30 წლის ხიმენესი ერთი შეხედვით მათ კრიტერიუმებში არ ჯდება, თუმცა Tuttomercato-ს ცნობით, მაქს ალეგრის სწორი მისი სტილის ფორვარდი სურს და ტურინელები მექსიკელის გაფორმებას კიდევ ერთხელ ზაფხულში შეეცდებიან.