Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ტორინო მანდრაგორას ტრანსფერზე შეთანხმდნენ

როლანდო მანდგრაგორას ტორინოში ტრანსფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილია. ფეხბურთელი ტოროს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდება.

ახალგაზრდა ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში იჯარის წესით უდინეზეს შემადგენლობაში თამაშობდა, თუმცა სათამაშო დროის ნაკლებობის გამო იუვენტუსმა მისი გაშვება ტორინოში გადაწყვიტა.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, გუნდებს შორის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ფეხბურთელი ტორინოს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდება, რის შემდეგაც მათ 23 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენის გადახდა მოუწევს ტორინოს ფეხბურთელში, რომლის სანაცვლოდაც იუვენტუსმა 10.7 მილიონი ევრო გადაიხადა.