Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი და ხედირა შეთანხმებასთან ახლოს არიან

ფაბრიციო რომანოს და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ხედირას შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე წარმატებით მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა ტურინი ორშაბათამდე დატოვოს.

33 წლის ფეხბურთელს ტურინელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ის სეზონში ანაზღაურების სახით 6 მილიონ ევროს იღებს და იუვენტუსი მზად არის, რომ მას კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლეზ მატუიდის და გონსალო იგუაინის გაფორმების შემდეგ, მაიამის ინტერს სამი ხედირაც სურს და არ არის გამორიცხული, MLS-ის გუნდს იუვეს კიდევ ერთი ვეტერანი შეუერთდეს.