Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი და ჯენოა ფეხბურთელების გაცვლაზე მუშაობენ

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი და ჯენოა მანოლო პორტანოვა – ნიკოლო როველას ბარტერზე მუშაობენ.

19 წლის მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და მისი სახელი ბოლო დღეებში იუვენტუსს და მილანს არაერთხელ დაუკავშირეს.

პორტანოვას კი იუვეს შემადგენლობაში სათამაშო დრო არ ეძლევა. მან მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 70 წუთი დაჰყო და დიდი ალბათობით ბიანკონერი ფეხბურთელს იანვარში გაუშვებს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმულით გაცვლიან გუნდები ფეხბურთელებს, თუმცა იუვენტუსი პორტანოვას მომავალზე კონტროლის დაკარგვას არ აპირებს და თუ ახალგაზრდა იტალიელი ჯენოაში გადაბარგდება, დიდი ალბათობით ტურინელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.