Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დემბელეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება…

ესპანური მედიის ინფორამციით, დემბელესა და ბარსელონას შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს და მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

23 წლის ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი ბლაუგრანასთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ბარსელონას მისი შენარჩუნება სურს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ახალი ხელშეკრულების დეტალებზე ვერ თანხმდებიან, რის გამოც მისი გუნდიდან წასვლის ალბათობა დღითი დღე იზრდება.

არტური-პიანიჩის ბარტერის შემდეგ, იუვენტუსმა და ბარსელონამ შესაძლოა ამჯერად დემბელე – დიბალას გაცვლაზე იმუშაონ, რადგან დემბელეს მსგავსად კონტრაქტი დიბალასაც 2022 წელს ეწურება.