Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ბარსელონას შემტევის უსმან დემბელეს მიმართ სერიოზულია და ბიანკონერი ფეხბურთელის გაფორმების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.

Calciomercato-ს ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, ტურინელებმა შესაძლოა ბარსელონას დემბელეს სანაცვლოდ ადრიენ რაბიო შესთავაზონ, რომელიც კატალონიელების სასურველი ფეხბურთელების სიაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება.

ჯერჯერობით ბარსელონას პასუხი უცნობია, თუმცა თუ კატალონიელებმა თანხმობა განაცხადეს, იუვენტუსს რაბიოსთან ერთად 30-35 მილიონის დათმობა მოუწევს.