Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი დემირალის გაყიდვას იანვარში არ აპირებს

გუშინ არაერთმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ მერიჰ დემირალი იუვენტუსში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო იყო და გუნდიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა, თუმცა იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის მტკიცებით, იუვე დემირალის გაყიდვას მინიმუმ სეზონის ბოლომდე არ აპირებს.

დემირალის გაფორმების სურვილი პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდმა, მათ შორის ტოტენჰემმა და ლივერპულმა გამოთქვეს, თუმცა ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს იუვესთან კონტრაქტი 2024 წლის ივნისში ეწურება და ბიანკონერის მისი გაყიდვა ნამდვილად არ ეჩქარება, ამიტომ ყველა მსურველს მოცდა მინიმუმ სეზონის ბოლომდე მოუწევს.