Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დემირალის წარმომადგენლებს შეხვდა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რამდენიემ საათის წინ იუვენტუსი მერიჰ დემირალს შეხვდა და მხარეებმა ფეხბურთელის მომავალი განიხილეს.

წყაროს ცნობით, თურქ ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აღარ სურს და თუ გუნდი მეტი სათამაშო დროის გარანტიას არ მისცემს, ის გუნდის დატოვებას მოითხოვს.

დემირალი, რომელმაც არც თუ ისე წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჩატარა, მაქს ალეგრის გეგმებში არ შედის და იუვენტუსი მას მეტი დროის გარანტიას ნამდვილად ვერ მისცემს, ამიტომ თურქი ფეხბურთელის გაყიდვა უკვე სავსებით რეალურია.

იუვენტუსს დემირალის სანაცვლოდ 40-45 მილიონი ევროს გამომუშავება სურს და მის შემცვლელად ფიორენტინადან ნიკოლა მილენკოვიჩის დამატებას გეგმავს.