Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დეპაისთვის ბრძოლას განაგრძობს

ესპანური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ბარსელონა მემფის დეპაის ტრანსფერზე ბრძოლას განაგრძობენ და ტურინელები ნიდერლანდელი ფეხბურთელის მაღალი ხელფასით მოხიბვლას ცდილობენ.

დეპაის კონტრაქტი ლიონთან რამდენიმე კვირაში იწურება და მსურველებს მისი დამატების საშუალება სრულიად უსასყიდლოდ ექნებათ. ის უკვე დიდი ხანია, რაც ბარსელონას რადარზე იმყოფება და კუმანის ფაქტორის გათვალისწინებით, ბლაუგრანა ფავორიტად მოიაზრებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან და ამით სარგებლობას იუვენტუსი ცდილობს.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბიანკონერი დეპაის ბარსელონასთან შედარებით 3 მილიონით მეტ ხელფასს სთავაზობს, ესპანელები კი თავიანთი წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებენ და არ არის გამორიცხული, რომ ვეინალდუმის შემდეგ ბარსამ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს.