Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დეპაის კანდიდატურას დაუბრუნდა

იტალიური წყაროების ინფორმაციით, იუვენტუსი შეტევის გაძლიერებას ბარსელონას ნიდერლანდელი შემტევის მემფის დეპაის კანდიდატურით განიხილავს.

დეპაის ტურინულ გრანდს რამდენიმე დღის წინაც უკავშირებდნენ, თუმცა ამჯერად ბიანკონერი დეპაის არა ალვარო მორატას, არამედ ტრავმირებული ფედერიკო კიეზას შემცვლელად მოიაზრებს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინელებმა ბარსელონას, რომელმაც ფერან ტორესის დარეგისტრირება მოახერხა, დეპაის იჯარასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

ტურინელები ზენიტის ფორვარდის სარდარ აზმუნსაც განიხილავდნენ, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ მას რუსულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ზენიტი ირანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც იუვე არ აპირებს.