Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დე ლიხტის გაყიდვას არ აპირებს

ეკონომიკური კრიზისის გამო რამდენიმიე სპორტულმა გამოცემამ ბოლო პერიოდში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუვენტუსმა შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის მატიას დე ლიხტი.

ტურინელები იტალიაში თავის ფეხბურთელებს ყველაზე მაღალ ხელფასს უხდიან, რაც ფინანსური კრიზისის გამო გუნდს მძიმე ტვირთად აწევს.

ამის მიუხედავად, Calciomercato-ს მტკიცებით ტურინელები მატიას დე ლიხტის გაყიდვას არც კი განიხილავენ და წყაროს ინფორმაციით, გუნდმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ფეხბურთელის აგენტს მინო რაიოლას უკვე აცნობა.

გათიშვა