Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დე ლიხტის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს არც კი განიხილავს

იტალიურ და ევროპულ მედიაში იუვენტუსის ცენტრალური მცველის მატაის დე ლიხტის გუნდიდან წასვლის შესახებ საუბრები არ წყდება და მისი სახელი პრემიერ ლიგის და ლა ლიგის გრანდებს უკვე დაუკავშირეს, თუმცა ბიანკონერი ნიდერლანდელი ტალანტის მარტივად დათმობას არ აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, დე ლიხტი იუვენტუსისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ნიდერლანდელის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის.

დე ლიხტის კონტრაქტის მიხედვით, მიმდინარე სეზონის ბოლოდან მისი გამოსყიდვა ნებისმიერ მხარეს 120 მილიონად შეეძლება, 2023 წლის ზაფხულიდან კი ეს თანხა 140 მილიონამდე გაიზრდება.