Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დე ლიხტს ვლაჰოვიჩის და პოგბას გამო დათმობს ?

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და ცნობილ აგენტს მინო რაიოლას შორის საკმაოდ საინტერესო სატრანსფერო სვლები განიხილება.

წყაროს ინფორმაციით, რაიოლას დე ლიხტის იუვენტუსიდან წასვლა და მისი ბარსელონას რიგებში ხილვა სურს, თუმცა ბიანკონერი დე ლიხტს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ დაინტერესებული მხარე მის გამოსასყიდ თანხას – 120 მილიონს გადაიხდის.

წყაროს ცნობით, რაიოლა მზად არის იუვენტუსს დე ლიხტი 80-85 მილიონის სანაცვლოდ გააყიდინოს, მიღებულ თანხას ტურინელები ვლაჰოვიჩის გასაფორმებლად გამოიყენებენ, მინო რაიოლა კი ტურინში თავის კლიენტებს – პოლ პოგბას და ალესიო რომანიოლის, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან, იუვენტუსში მიიყვანს…