Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი დე პაულის აგენტს შეხვდა

Calciomercato-ს ინფორმაციით,იუვენტუსის წარმომადგენლები უდინეზეს პლეიმეიკერის აგენტს შეხვდნენ და ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

არგენტინელ ფეხბურთელს უდინეზესთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს,თუმცა შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში გუნდი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის.

დე პაული მილანის და ფიორენტინას სატრანსფერო სიაშიც არის,თუმცა კონკრეტული ნაბიჯი ჯერჯერობით არც ერთ მათგანს არ გადაუდგამს.

უდინეზე ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს,თუმცა იუვენტუსს უდინეზესთან არსებული კარგი ურთიერთობის იმედი აქვს და თანხის დაკლებაზე მუშაობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.