Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დე პაულის ტრანსფერზე გააქტიურდა

ბოლო საათებში იუვენტუსი როდრიგო დე პაულის ტრანსფერზე გააქტიურდა,თუმცა პრობლემა ფრიულების მიერ მოთხოვნილი 35 მილიონი ევროა…

Calciomercato-ს ინფორმაციით,იუვე ტრანსფერში როლანდო მანდრაგორას გამოყენებას აპირებს.იუვენტუსი მანდრაგორას გამოსყიდვას 26 მილიონად აპირებს,რომელიც ფეხბურთელის კონტრაქტშია მითითებული,შემდეგ მას კვლავ უდინეზეში დატოვებს იჯარის წესით,სანაცვლოდ კი დე პაულს წამოიყვანს,შემდგომში 35 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

ტრანსფერს ხელს პაულო დიბალაც უწყობს.ლა ჯოია და დე პაული ერთმანეთს არგენტინის ნაკრებიდან იცნობენ,კარგი მეგობრები და შვებულებას ერთად ატარებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *