Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

იუვენტუსი დე პაულს აკვირდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულში უდინეზეს არგენტინელი ნახევარმცველის, როდრიგე დე პაულის გაფორმებას ეცდება.

წყაროს მტკიცებით, იუვენტუსის ერთ-ერთი სკაუტი ფეხბურთელის აგენტთან ერთად უდინეზე – ჯენოას მატჩს დაესწრო და 26 წლის ფეხბურთელს აკვირდებოდა.

დე პაული გასული სატრნასფერო ფანჯრის პერიოდში ინგლისურ ლიდსთან იყო ახლოს, თუმცა უდინეზემ ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვა, რისი გადახდაც ბიელეზას გუნდმა არ ისურვა და ტრანსფერიც ჩაიშალა.

კორონა ვირუსის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიანკონერიმ არგენტინელის ტრანსფერზე იანვარში იაქტიუროს, დიდი ალბათობით ბებერი ქალბატონი დე პაულის გაფორმებას ზაფხულში შეეცდება.