Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დიბალასთვის 10 მილიონის გადახდას აღარ აპირებს ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი დიბალასთვის შეთავაზებული კონტრაქტის გადახედვას გეგმავს და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არგენტინელ ფეხბურთელს ჯერ გუნდთან ახალი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

დიბალას მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და უკვე დიდი ხანია იწერება, რომ მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც 28 წლის ფეხბურთელის ხელფასი 10 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა Corriere dello Sport-ის ცნობით, ბიანკონერის ხელმძღვანელობა აღნიშნული წინადადების გადახედვას აპირებს.

ამის მიზეზი დიბალას ხშირი ტრავმიანობა გახდა. იუვენტუსის ათიანმა გასულ სეზონში სხვადასხვა დაზიანებების გამო 21 შეხვედრა გამოტოვა, მიმდინარე სეზონში კი კუნთების ტრავმების გამო უკვე 9 მატჩი გაუცდა, რამაც როგორც ჩანს იუვენტუსის უკმაყოფილება გამოიწვია…