Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დიბალას გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

იუვენტუსსა და დიბალას შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე უკვე დიდი ხანია ჩიხშია შესული, თუმცა გუნდში მაქს ალეგრის მისვლა სიტუაციას რადიკალურად ცვლის.

ლა ჯოიას მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება და Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ბიანკონერი მზად არის არგენტინელ შემტევს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, ხელფასის სახით კი სეზონში 10 მილიონი ევრო დაუნიშნოს, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.“