იუვენტუსი – დინამოს მატჩს პირველი ქალი არბიტრი ეყოლება
ხვალ Allianz Stadium-ზე იუვენტუსი კიევის დინამოს მიიღებს და ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შეხვედრა ისტორიული გახდება.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად კაცების ფეხბურთს ქალი არბიტრი, ფრანგი სტეფანიე ფრაპარტი გაუძღვება.
G ჯგუფიდან იუვენტუსმა და ბარსელონამ მომდევნო ეტაპზე გასვლა გაინაღდა, თუმცა პირველი ადგილოსანის ვინაობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და პლეი-ოფში რთული მეტოქის თავიდან ასარიდებლად, ორივე მათგანი ქულათა მაქსიმუმის აღებას შეეცდება.