Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დონარუმასთვის ერთადერთი ვარიანტია

პსჟ-მ კეილორ ნავასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა, რაც ჯიჯო დონარუმას ფრანგულ გუნდში გადასვლას გამორიცხავს.

იტალიელი კიპერის გაფორმების სურვილი მხოლოდ იუვენტუსმა და პსჟ-მ დააფიქსირეს და ახლა, როდესაც ფრანგულმა გუნდმა ნავასთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, დონარუმას მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: დარჩეს მილანში, ან გადავიდეს იუვენტუსში.

დონარუმას კონტრაქტი მილანთან სეზონის ბოლოს იწურება და მილანმა ჯიჯოს ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე დრო 23 მაისამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში როსონერი ლილის მაიკ მაიგნანის გაფორმებას გააოფიციალურებს, რომლის ტრანსფერიც ლილთან 15 მილიონად უკვე შეთანხმებული აქვს.