Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დონარუმას ტრანსფერისთვის ემზადება

იტალიური მედიის ინფორამციით, ზაფხულში ვოიცეხ შესნი იუვენტუსს დატოვებს და მის ნაცვლად ბიანკონერი ჯიჯო დონარუმას გაიფორმებს.

Tuttojuve-ს მტკიცებით, ტურინულმა გრანდმა პოლონელი კარის დარაჯის მსურველების ძებნა უკვე დაიწყო და მისი გაფორმებით რამდენიმე ინგლისური გუნდი ინტერესდება. წყაროს ცნობით, იუვენტუსს შესნის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

დონარუმას მილანთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსმა მინო რაიოლასთან ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმა, ახლა კი თავად ფეხბურთელის დარწმუნებას ცდილობენ, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და საბოლოო პასუხს მას შემდეგ გაახმაურებს, რაც იტალიაში ჩემპიონთა ლიგის საგზურები გადნაწილდება.