Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი დრაგუშინს იჯარით უშვებს

იუვენტუსმა რადუ დრაგუშინთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე რამდენიმე კვირის წინ გაახანგრძლივა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელი მომდევნო სეზონს ჯენოაში იჯარის წესით გაატარებს.

Tuttosport-ის ცნობით, სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ბიანკონერი 19 წლის ცენტრალურ მცველს გენუელებთან გაუშვებს, თუმცა ეს მშრალი იჯარა იქნება და მათ ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება არ ექნებათ.

გათიშვა