იუვენტუსი ევერტონს გაცვლას შესთავაზებს

ბიანკონერი ევერტონს ადრიენ რაბიოს სანაცვლოდ ლუკას დინეს მოითხოვს.

რაბიო,რომელიც იუვენტუსს გასულ ზაფხულს პსჟ-დან შეუერთდა,გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და მისი ხილვა თავის გუნდში კარლო ანჩელოტის სურს.

ტურინელებს ალექს სანდროს დამხმარე ფეხბურთელი ჭირდებათ და რაბიოში სიამოვნებით გაცვლიან,რადგან ფრანგი ნახევარმცველი ზებრების ძირითად ფეხბურთელად აღარ მოიაზრება და იუვეს მისი ხელფასის,7.5 მილიონი ევროს გადახდა აღარ სურს.

დინეს სერია ა-ში უკვე ნათამაშები აქვს.მან 2015-16 წლების სეზონი რომას შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა.

Leave a Reply

Your email address will not be published.